Thursday, November 6, 2014

მეცხრე დღე.

ჩემი პროექტის -  ,,შემოდგომა" პორტფოლიო "
   
   მეცხრე დღეს მოვახდინეთ პროექტის სრულყოფა,შესწორებები შევიტანეთ პორტფოლიოს ყველა საქაღალდეში. დავლინკეთ და ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოები ბლოგზე,შემდეგ კი გავაკეთეთ პრეზენტაცია.
       ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დამეხმარება მომავალში უფრო სრულყოფილი პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში.
    ტრენინგის ეს მოდული იყო ნაყოფიერი,დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით,რომლის დაძლევაშიც დიდ დახმარებას გვიწევდა ჩვენი ტრენერი ნინო მღებრიშვილი,რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ დიდი თანადგომისა და დახმარებისათვის.
     ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებებს!

Tuesday, November 4, 2014

მერვე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მე-6 და მე-7მოდული,განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.შევქმენით სხვადასხვა ტიპის საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სავარჯიშოები, ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაში.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,შევქმენით მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესურსი.

Saturday, November 1, 2014

მეშვიდე დღე.


დგევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მე-5 მოდული,გავეცანი შეფასების სხვადასხვა ფორმებს და ინსტრუმენტებს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე და მივეცით სასარგებლო რჩევები ერთმანეთს.გეგმის შაბლონში დავწერეთ შეფასების მეთოდების აღწერა.ჩემს პორთფოლიოში შეფასების საქაღალდეში მოვათავსე შეფასების ინსტრუმენტები.