Thursday, October 30, 2014
მეექვსე დღე.
დგევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მეოთხე მოდული,სასწავლო ნიმუშის შექმნა.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ამით ჩავაყენეთ ჩვენი თავი მოსწავლის როლში და გავიგეთ თუ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს მოსწავლე აქტივობების შესრულების დროს.
Tuesday, October 28, 2014
მეხუთე დღე
გავიარეთ მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
ინტერნეტი კვლევის და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.გავეცანით საავტორო უფლებებისათვის დოკუმენტს.გამოვაქვეყნე პუბლიკაცია და ჩემი პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე.
Thursday, October 23, 2014
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა ,გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,თუ რა შედეგზე უნდა გავიდე პროექტის ბოლოს,სიღრმისეულად გაიაზრონ მოსწავლეებმა პროექტის ძირითადი საკითხი,გავუკეთო გამოწვევა პროექტისადმი.ისწავლიან შეფასების ფორმებით ურთიერთ შეფასებას,ისწავლიან თუ როგორ ისწავლონ.
Tuesday, October 21, 2014
მესამე დღე
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-2 მოდულში მოეცემული განახლებული ბლუმის ტაქსონომია.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების მაგალითებს, XXI-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკას და სტანდარტების გამოყენებით გავწერეთ მიზნები და შედეგები.
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემია,რაც სამომავლოდ უკეთ დამეხმარება პროექტებით სწავლებაში.
Sunday, October 19, 2014
მეორე დღე
განვიხილეთ მეორე მოდული, სადაც შევისწავლე თუ როგორ შევქმნა პუბლიკაცია სასწავლო პროექტზე მშობლების,თანამშრომლებისა ,თუ მოსწავლეებისათვის შესაბამისად. აგრეთვე შევისწვლე ბუკლეტების მომზადება და გაფორმება,რაც უკეთ დამეხმარება პროექტის მიზნების გაცნობასა და წარდგენაში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ ტრენინგზე შესწავლილი ყველა სიახლე.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ ტრენინგზე შესწავლილი ყველა სიახლე.
Subscribe to:
Posts (Atom)